თავში

კორონავირუსზე ამირან გამყრელიძის ტესტის პასუხი ცნობილია

კორონავირუსზე ამირან გამყრელიძის ტესტის პასუხი ცნობილია
კორონავირუსზე ამირან გამყრელიძის ტესტის პასუხი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ რადგან გასულ შაბათ-კვირას ინტენსიური კონტაქტები მქონდა ინფიცირებულებთან, რომელთა ინფიცირებაც დადგინდა ორშაბათს, მესამე დღეა, თვითიზოლაციაში ვარ. ტესტი ამ ეტაპზე უარყოფითია, ასევე, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს, ვნახოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "TV პირველის" ეთერში. 

ცნობისთვის, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე 17 ნოემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system