"არ დატოვოთ ბავშვები მაგ გარყვნილების ბუნაგში!" - ბაია პატარაიას საგანგებო მიმართვა

ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

უფლებადამცველი ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

"ნინოწმინდის პანსიონატში 4 საქმეა აღძრული, ერთი გაუპატიურების მუხლით. საერთოდ როგორ ბედავთ ვინმე იმ ახვარი სპირიდონას დაცვას? ეს რომ გუშინ მცოდნოდა, სხვანაირად ვილაპარაკებდი.

საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შედით დაწესებულებაში, მარტო ომბუდსმენის შესვლა აღარ კმარა! შედით და დახურეთ ეგ პანსიონი, მანამდე კი არც ერთი დღე არ დატოვოთ ბავშვები მარტო მაგ ძალადობის და გარყვნილების ბუნაგში!", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.