"არ გაცივდე, მოვალ ახლა" - ნიკა მელიას ემოციური შეხვედრა შვილთან - VIDEO

"პირველი შეხვედრა სანდროსთან "ხანგრძლივი მივლინების" შემდეგ", - ნიკა მელიას ფეისბუქის გვერდზე, პოლიტიკოსის შვილთან შეხვედრის ვიდეო ვრცელდება.

"ვაა, როგორ ხარ სანდრო. არ გაცივდე, მიდი, მოვალ მალე, გენაცვალე", -  მიმართავს შვილს პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი. 

ცნობისთვის, როგორც ნიკა მელიას მამა ანზორ მელია აცხადებდა, პატარა სანდრომ იცოდა, რომ მამა მივლინებაში იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.