არის, ასრულდა ოცნება! - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვა.

"არის, ასრულდა... ახლა მთავარია, მოწოდება იყოს უწყვეტი და ბევრი ვიმუშაოთ ადამიანების სწორ ინფორმირებულობაზე!" - წერს კულუმბეგოვი. 

ცნობისთვის, კვირის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ელოდებიან. პირველ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა.