აშშ გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მიღებულ ზომას

"აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს

დიპლომატის თქმით, მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები,

"გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.