პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას "სირცხვილია" იღებს

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა „სირცხვილია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,სირცხვილია" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სისტემა ყარს" - აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება შეიტანა. რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.