რას აცხადებს საპატრიარქო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერზე

ზუგდიდში დაკავებული სასულიერო პირი, რომელსაც გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება, საქართველოს ეკლესიას არ ეკუთვნოდა და არც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ირიცხებოდა, - ამის შესახებ report.ge-ს საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

,,ეს ადამიანი არ ეკუთვნოდა ჩვენს ეკლესიას. არ ირიცხებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. აღიკვეცა ათონის მთაზე და როცა დაბრუნდა ზუგდიდში, ცხოვრობდა თავის სახლში, არ მოღვაწეობდა - ჩვენი ეკლესიის მსახური არ იყო", - განაცხადა საპატრიარქოს პრეს-მდივანმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.