და-ძმა გარდაიცვალა, დედა დაშავებულია - ავარიის ახალი დეტალები

ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად აბასთუმანში მცხოვრები და-ძმა გარდაიცვალა. მათი დედა კი მძიმედ დაშავდა. 

როგორც report.ge-ს ადგილობრივებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილის საჭესთან, რომელიც სატვირთოს შეეჯახა, 21 წლის ბიჭი იჯდა, რომელიც სამხედრო პირი იყო. 

ავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი და- 26 წლის ქალი.

ახალგაზრდების დედა, რომელიც დაშავდა, კლინიკა ,,იმედში" გადაიყვანეს. 

თუმცა, არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და პაციენტს თბილისში, რეანომობილით გადაიყვანენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.