ავარიის გამო, რომელსაც და-ძმა ემსხვერპლა, ადიგენში ახალგაზრდული ფესტივალი აღარ ჩატარდება

28 ოქტომბერს ადიგენში მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც ახალგაზრდა და-ძმა ემსხვერპლა, ადიგენში ახალგაზრდული ფესტივალი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,მოსახლეობის საყურადღებოდ! ადიგენის მუნიციპალიტეტში, 28 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო,რომელსაც შეეწირა ახალგაზრდა და-ძმის სიცოცხლე, ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და World Vision საქართველოს გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს დაგეგმილი ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019" აღარ გაიმართება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

28 ოქტომბერს ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად აბასთუმანში მცხოვრები და-ძმა გარდაიცვალა. მათი დედა კი მძიმედ დაშავდა.