ბათუმში, ავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვი თბილისში გადაჰყავთ

ბათუმში, ავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვი, ამ წუთებში, თბილისში რეანომობილით გადაჰყავთ. 

ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

სამი წლის ბავშვს მანქანა ბათუმში 15 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაეჯახა. 

დაშავებული თავდაპირველად ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

 მცირეწლოვანის ოჯახი რეანომობილს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა.