თავში

,,ბავშვი დამძიმდა, გთხოვთ დაგვეხმარეთ" - ბათუმში რეანომობილს 5 საათია ელოდებიან

,,ბავშვი დამძიმდა, გთხოვთ დაგვეხმარეთ" - ბათუმში რეანომობილს 5 საათია ელოდებიან
,,ბავშვი დამძიმდა, გთხოვთ დაგვეხმარეთ - ბათუმში რეანომობილს 5 საათია ელოდებიან

ბათუმში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 წლის ბავშვისთვის რეანომობილს უკვე 5 საათია ელოდებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა ვერ ხერხდება. 

მცირეწლოვანის მშობლების თქმით, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა მიზეზს ეუბნებიან. ასევე, მათი თქმით, არ ჰყავთ ექიმი, რომელიც ტრანსპორტს თბილისში გაჰყვება.

მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილის მდგომარეობა მძიმდება და ისინი დახმარებას ითხოვენ.

,,5 საათის შემდეგ ვითხოვთ რეანომობილს. მოგვატყუეს, ხან ქედიდან მოდის, ხან ქუთაისიდან. ბავშვი დამძიმდა, გთხოვთ დაგვეხმაროთ. საგზაო შემთხვევა იყო, მრავალი მოტეხილობა აქვს. გვეუბნებიან რომ არა გვყავს ექიმი რეანიმატოლოგი. არ ჩანს რეანომობილი", - განაცხადა ,,რეაქციის" ეთერში ჩართვისას ბავშვის დედამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system