ბათუმის ინფექციურში 14 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

მათგან 10 საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა, 4 კი კარანტინიდან გადაიყვანეს.

აჭარის ცხელების ცენტრში ხუთი ახალი პაციენტია შესული, რომელთა ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია - 36. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 330.