ბათუმში საპროტესტო აქციისას დაკავებული 5-ვე წევრი გაათავისუფლეს

ბათუმში საპროტესტო აქციისას დაკავებული 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის თქმით, მათ განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დაატოვებინეს.

ორგანიზაცია "ალტერტნატივას" წევრები პოლიციის მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს.