ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ report.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

12 წლის ბიჭს, ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, გუშინ დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ლიანდაგზე გადადიოდა, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.