დაღუპულ მეხანძრე-მაშველს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა

ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ მეხანძრე-მაშველს, თორნიკე კიპაროიძეს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე გამოძახებაზე იმყოფებოდა, როდესაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მსახურობდა.