"დატოვოს მანდატი ხოშტარიამ" - აქცია "ევროპულ საქართველოსთან"

სამოქალაქო აქტივისტები "ევროპული საქართველოს" წევრებს ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილს მანდატების დატოვებას სთხოვენ. ისინი უკვე მეორე დღეა პარტიის ოფისთან აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.