დაცარიელებული დახლები და რიგები აფთიაქებში -რა ხდება თბილისში? - PHOTO

რამდენიმე საათია დედაქალაქის უბნებში სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ხალხის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები საკვებს და მედიკამენტებს იმარაგებენ. პანიკა თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი სუპერმარკეტებს მიაწყდა და საკვების მომარაგება დაიწყო. 

ქვეყანაში კარანტინი გამოცხადებული არ არის. მოქალაქეს კი რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ტემპერატურა არ აქვს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.