დედა მძევლად აყვანილ შვილს ელოდება - ემოციური ფოტო

ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გატაცებულთაგან ერთ-ერთი 25 წლის ზუგდიდელი მურიკო ბულიაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში თანხის ჩასარიცხად იყო მისული.

სოციალურ ქსელში მურიკო ბულიას დედის ემოციური ფოტო ვრცელდება. ის მძევლად აყვანილ შვილს ელოდება.