დეპუტატებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატებმა ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„საქართველოს საზოგადოების სიყვარულით გამაერთიანებელი, ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით, პატივი ვცეთ მას. ყველას სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას.

კახი კავსაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.