მესტიაში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეექვსე დღეა ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ არასრულწლოვანს მეექვსე დღეა ეძებენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და 80-მდე გაიზარდა პროცესში ჩართული მეხანძრე-მაშველების რაოდენობა. 

ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.