დღეიდან თბილისის მეტრო და ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება.