სატვირთოს მღოლი, რომელიც ავარიისას დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

სოფელ ჭალადიდში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სატვირთოს მძღოლი კლინიკაში გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში, გუშინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მძღოლი დამტვრეული მანქანიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. ის საჭესა და სავარძელს შორის იყო გაჭედილი. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. მაშველებმა დაშავებულის ამოსაყვანად სატვირთო დაანაწევრეს და 4 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ შეძლეს სატვირთოდან მისი ამოყვანა.