ძაღლი, რომელმაც ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს

ძაღლი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს.

გველმა ძაღლი დაკბინა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მას მკურნალობენ.

შემთხვევა ტაბახმელაში, ერთ-ერთ ეზოში მოხდა, 2 წლის ლაქიმ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი შენიშნა და ყეფა დაიწყო. 

არსებობდა საფრთხე, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა.