ემა გოგოხიას ავტომობილის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ავტომობილის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყეო. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე აღძრულია სსკ-ის 151-ე და 187-ე მუხლებით, რაც მუქარასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის ავტომობილის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ დღეს გაავრცელა. 

ფაქტი მესტიაში მოხდა. გოგოხიას ავტომობილის საბურავები დაჭრილი დახვდა.