ენდელაძე: იქნებ როგორმე გადარჩეს თბილისი

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 549 ახალი შემთხვევიდან, 99 თბილისში დადასტურდა. 

"თბილისში ცოტა მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება, იქნებ როგორმე გადაურჩეს თბილისი ასეთ მძიმე დატვირთვას," - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა.  

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით აჭარა კვლავ ლიდერობს და რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.