თავში

ენდელაძე: თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - VIDEO

ენდელაძე: თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - VIDEO
ენდელაძე: თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - VIDEO

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით აჭარა კვლავ ლიდერობს და რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა თბილისშიც და ბოლო 24 საათის განმავლობაში 99 შემთხვევა დადასტურდა.

"აჭარა კვლავ ლიდერია, დღეს გამოვლინდა 348 ახალი შემთხვევა, მაგრამ მოიმატა რაოდენობამ თბილისში და 99 შემთხვევაა. შემდეგ მოდის იმერეთი - 59 პაციენტია ინფიცირებული, სამეგრელო-ზემო სვანეთშო არის 19 შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში არის 10, დანარჩენ რეგიონებში არის ერთეული შემთხვევები, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არის 1 შემთხვევა, გურიასა და კახეთში არის 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში 4, ქვემო ქართლში გახლავთ 1 შემთხვევა და სამცხე-ჯავახეთშიც 1 შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system