გოგი წულაიას ოპერაცია დაიგეგმა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიას ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება, - ამის შესახებ Report.ge-ის პოლიტიკოსის მეუღლემ განუცხადა. 

ინგა ბიბიჭაძის ინფორმაციით, წულაიას ოპერაციას თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

18 სექტემბერს, შედგა ექიმთა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პაციენტს ოპერაცია არ ჩაუტარდება.

21 სექტემბერს, გოგი წულაია ქუთაისის კლინიკა-ლჯ-დან გაწერეს.