ფეხი მტკივა“ - მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს

ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს, ის ცოცხალია და მაშველებს ნანგრევებიდან ეკონტაქტება. გავრცელებული ინფორმაციით, 

ახალგაზრდა კაცმა მაშველებს უთხრა, რომ ფეხი ტკივა. 

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის, ისინი შველას ითხოვენ.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.