გადავა თუ არა სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში

"მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21დღეა შიმშილობს.