საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კვლევას აზიარებს და მამაკაცებს ორი რეკომენდაციით მიმართავს.
"კოვიდგადატანილების კატასტროფული გრძელვადიანი შედეგები, რაზეც არაერთხელ ვისაუბრე.
არ დაინფიცირდეთ, აიცერით "ფაიზერით", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კვლევის მიხედვით, ჯანმრთელ, ახალგაზრდა კაცებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება არ ფიქსირდება.
აღნიშნული კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნდა.
კვლევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ კაცებში ჩატარდა.