თავში

Pfizer-ით ვინც აიცრა სპერმასთან არანაირი პრობლემა არ ექნება - გიორგი ფხაკაძე

Pfizer-ით ვინც აიცრა სპერმასთან არანაირი პრობლემა არ ექნება - გიორგი
Pfizer-ით ვინც აიცრა სპერმასთან არანაირი პრობლემა არ ექნება - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.

გიორგი ფხაკაძის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ით აცრა ადამიანს თავიდან ააცილებს სპერმასთან დაკავშირებით პრობლემას, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია ტოვებს.

"ჩვენ გვქონდა საკითხი, თუ გახსოვთ აფეთქდა საქართველოს ინტერნეტი სპერმასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი არის პრობლემები სპერმასთან. ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევები არ იყო ჩატარებული. ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს, ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომ Pfizer ვინც გაიკეთა ვაქცინა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის ძალიან კარგი ამბავი," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system