გოგი წულაიამ კლინიკა დატოვა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია კლინიკა-ლჯ-დან გუშინ გაწერეს. ამის შესახებ Report.ge-ის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

18 სექტემბერს, შედგა ექიმთა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პაციენტს ოპერაცია არ ჩაუტარდება.