გორთან ავარიისას დაშავებული მეექვსე ადამიანიც გარდაიცვალა

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზრდა. დაშავებულია 10 ადამიანი. 

წუხელ გვიან ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. 

სამგზავრო ავტობუსით, თბილისიდან ზუგდიდში, ოპოზიციის აქციაზე მყოფი ადამიანები ბრუნდებოდნენ. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.