ქუთაისის ინფექციურში 2 მებაჟე შეიყვანეს

ამ დროისათვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორი მებაჟე, ხოლო ერთი მოგზაურობიდან დაბრუნებული მამაკაცია. როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ერთი პაციენტი გუშინ, ხოლო ორი, დღეს გამთენიისას შეიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

კლინიკის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსზე ანალიზებს აუღებენ. 

ქუთაისის ინფექციურში, ლუგარის ლაბორატორიიდან სამივე პაციენტის ანალიზის პასუხებს ხვალ მიიღებენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.