ინტენსიური თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო გომბორის გზა ჩაიკეტა

ინტენსიური თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ერთი ნაწილი (ვერონა-შუამთა) ჩაიკეტა.  როგორც report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეზღუდვები დაწესებულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზეც.