თავში

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

დაბალი ტემპერატურისა და თოვის გამო,  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სატვირტო ავტომობილით მოძრაობა აიკრძალა.

ამის შესახებ report.ge-ს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

" რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საქართველოში დილიდან უამინდობაა. სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system