თავში

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბრამდე

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბრამდე
როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბრამდე

21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system