,,ის მხოლოდ 15 წლის იყო..." - ძიუდოისტი ტრაგიკულად დაიღუპა

ძიუდოს კლუბი " შილდა" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

კლუბის ცნობით, 2020 წლის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული, 15 წლის ძიუდოისტი ვალერი ერკოშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

,,ძიუდოს კლუბი " შილდა" უდიდესი მწუხარებას გამოსთქვამს კლუბის წევრის, ჭაბუკი ძიუდოისტის ვალერი ერკოშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვალერი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, გასული წლის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული და პერსპექტიული ახალგაზრდა იყო. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკლისია. ის მხოლოდ 15 წლის იყო... გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს", - აღნიშნულია კლუბის ფეისბუქგვერდზე.

არასრულწლოვანი ძიუდოსტი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.