12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა. 

,,მოზარდი რეანიმაციულიდან ნეირომეცნიერების განყოფილებაში გადაიყვანეს და ის თავს უკეთ გრძნობს", -  ამის შესახებ report.ge-ს იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე თქმით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

12 წლის ბიჭს, ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, 21 ოქტომბერს დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.