კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. 

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წევრებმა.

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 86 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა.