კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ

კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოსვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ამავე სასაფლაოზეა დაკრძალული მისი მეუღლე ბელა მირიანაშვილიც. 

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 86 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა.