ხანძარი წყალტუბოში -მკვლელობაში ბრალდებულის სახლს, სავარაუდოდ, ცეცხლი წაუკიდეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი ძმების მკვლელობის გამო დაკავებულის სახლს წაუკიდეს.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

შეგახსენებთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე მათი ბიძაშვილი დააკავეს.