ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ - PHOTO

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიამ საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მოიყოლა. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ოჯახის სამი წევრი, ავტომობილში კი ორი ადამიანი იმყოფებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობილიზებულია, როგორც ტექნიკა, ისე ადამიანური რესურსი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეუერთდნენ მაშველები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან თორნიკე რიჟვაძის ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.