ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობასთან მოხდა.

ცნობისთვის, აჭარაში დილიდან წვიმს. შეფერხებულია მანქანების გადაადგილება.

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

დამსვენებლები ქალაქს ვერ ტოვებდნენ.

სინოპტიკოსები ნალექს ხვალამდე პროგნოზირებენ.

მეტეოროლოგების ინფორმაციით ხვალ დილის 11 საათიდან გამოიდარებს.