ხუთ ახალ კოვიდინფიცირებულს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს

კორონავირუსის დღეს დადასტურებულ ხუთ ახალ შემთხვევას სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გააკეთა. 

„სავარაუდოდ დამოუკიდებელი შემთხვევებია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სად მოხდა მათი ინფიცირება, ჯერ კვლევაშია“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია ინფიცირების წყაროც. ხათუნა ზახაშვილის თქმით მიმდინარეობს კვლევა, თუ სად მოხდა დაინფიცირება.

შეგახსენებთ, რომ დღის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.