თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია.

"დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში ინფირებულთა რაოდენობა 822 იყო. ამ ეტაპზე stopcov.ge-ზე მონაცემები არ განახლებულა. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system