კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისში

"გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში, სოფელ დიღომში ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. ვირუსის გავრცელება დაბადების დღეს უკავშირდება.

„ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. , შესაბამისად, დაფიქსირდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია მდგომარეობა ამ ეტაპზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.