კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 650 შემთხვევა თბილისში დადასტურდა. 

რეგიონების მიხედვით განაწილება კი ასეთია: 

აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემოსვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 362 ადამიანი.

გამოვლენილინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.