კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მეათე პაციენტმა კლინიკა დატოვა

კორონავისურისგან განკურნებული მეათე პაციენტი კლინიკიდან გაეწერა. ამის შესხებ report.ge-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს. 

44 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში 20 დღის მანძილზე მკურნალობდა. ეს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა იყო.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში 5 მარტს დაფიქსირდა. 44 წლის მამაკაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან კლინიკას თავად მიმართა. მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.