საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"გამოჯანმრთელებული გვყავს კიდევ 13 ადამიანი და სულ ქვეყანაში 522-ია გამოჯანმრთელებული ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი" - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.